სერგო ჩიხლაძე: მანდატები მოვიპოვეთ იმისთვის, რომ პარლამენტში გავაგრძელოთ საქმიანობა, ოღონდ პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს
“რასაც ბატონი თალაკვაძე ამბობს, იმავეს ვამბობთ ჩვენც, ოპოზიცია. დიახაც ჩვენ გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობები და გვინდა პარლამენტში მოღვაწეობა”,- ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება და სტატუს კვო მალე შეიცვლება.
ჩიხლაძის თქმით, იმისთვის რომ ოპოზიციამ პარლამენტში საქმიანობა გააგრძელოს, აუცილებელია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდეს.
“რასაც ბატონი თალაკვაძე ამბობს, იმავეს ვამბობთ ჩვენც, ოპოზიცია. დიახაც ჩვენ გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობები და გვინდა პარლამენტში მოღვაწეობა. საპარლამენტო მანდატები მოვიპოვეთ ზუსტად იმისთვის, რომ პარლამენტში გავაგრძელოთ საქმიანობა. ოღონდ ამისთვის პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოხდეს ოპოზიციას და “ქართულ ოცნებას” შორის. შეთანხმებისა და წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკების გარეშე, ვერ წარმომიდგენია ეს როგორ უნდა მოხდეს”, – სერგო ჩიხლაძემ.