„სოკარი“ კონფლიქტით დაზარალებული 5 რეგიონის 116 სოფელში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა მოხუცს დაეხმარება
„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, ბატონ მაჰირ მამედოვის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, გამყოფი ხაზების 2174 ოჯახს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცემათ, – ინფორმაციას „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი თქმით, სოციალური დახმარების აქცია კონფლიქტით დაზარალებული 5 რეგიონის 116 სოფელში ყველა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახსა და მარტოხელა მოხუცს მოიცავს.
„კამპანია სამეგრელოდან დაიწყო და საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული ყუთების გადაცემას „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი – ლევან გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი და სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – მალხაზ თორია დაესწრნენ.
„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მხარდაჭერით დახმარების პაკეტებს ასევე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და რაჭის რეგიონებში მცხოვრები მარტოხელა მოხუცები და სოციალურად დაუცველები და კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები 800-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს, ჯამურად, სურსათის ღირებულება 279,570 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.