აზერბაიჯანის პრემიერმა გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა მიულოცა

აზერბაიჯანის პრემიერმინისტრმა, ალი ასადოვმა გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლად დანიშვნა მიულოცა.

ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც აღინიშნება,  ასადოვი მისალოც წერილში იმედს გამოთქვამს, რომ გახარიას მეორედ არჩევა ქვეყნის პროგრესს წაადგება და მის საერთაშორისო პოზიციებს განამტკიცებს; საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც ორი ხალხის მეგობრობის ტრადიციებსა და ყოველმხრივ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.

ალი ასადოვმა გიორგი გახარიას წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები