ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 27 დეკემბრის 17:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა.
შემზღუდველი ზომები ძალაში 2021 წლის 09 იანვრამდე დარჩება. დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული
ობიექტები.
„აკრძალულია საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება.
შეკრების ადგილებში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში – ოცს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით შეიზღუდება.
ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.
შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.