“NDI-ის ექპერტებმა, დამოუკიდებლად ვერ შეძლეს იმის გარკვევა, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა” – თამარ სართანია
“NDI გარკვეულწილად ეხმარება და მხარს უჭერს ISFED-ს მონაცემების ანალიზში, თუმცა, საბოლო პროდუქტზე პასუხისმგებელი არის „სამართლიანი არჩევნები“, რადგანაც მთელი ამ აღნიშნული პროცესის დამკვეთი არის ISFED”, – ამის შესახებ ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე თამარ სართანიამ ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„PVT ISFED-ის პასუხისმგებლობით კეთდება, თუმცა, დამოუკიდებლად იგი ამას არ აკეთებს, ამისთვის ISFED ქირაობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებს და მათთან ერთად აკეთებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და უბნების შეჩევას.
კომისიამ აღმოაჩინა შემდეგი ტიპის ხარვეზი – მაშინ, როდესაც ოქმებში საარჩევნო სუბიექტების ხმების რაოდენობას პლუს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა უნდა უდრიდეს უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო თუ არის აცდენა, ეს არის ლოგიკური პრობლემა. აღნიშნული ლოგიკური ამოცანების ნუსხა ISFED-მა მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა, წერილობით არ იყო მიწოდებული. NDI-მ დამოუკიდებლად ამის გარკვევა ვერ შეძლო, საკითხი შეხვედრაზე განხილული იყო თუ არა, ამიტომ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დავინახეთ ის პასუხისმგებლობა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემის ექსპლიციტურაც, წერილობითი კომუნიკაცია არ მოხდა.
კომისიამ დაასკვნა, რომ PVT-ის ფორმულაში ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო, რისთვისაც პასუხისმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს, ასევე, NDI-ის ექსპერტებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამული ვალიდურობა „სამართლიან არჩევნებთან“ არ გადაამოწმეს”, – განაცხადა ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე თამარ სართანიამ.