მამუკა მდინარაძე: თუ რომელიმე ადამიანმა ნიჟარაძეზე რაიმე ფორმით ზეგავლენა მოახდინა და ჩაერია ისეთი ბინძური ფორმით, რომ შედეგად PVT-ის გაყალბებაც კი მივიღეთ, მაშინ ასეთ ადამიანს კარგად უნდა მივაკვლიოთ

“თუ რომელიმე ადამიანმა ნიჟარაძეზე რაიმე ფორმით ზეგავლენა მოახდინა და ჩაერია ისეთი ბინძური ფორმით, რომ შედეგად PVT-ის გაყალბებაც კი მივიღეთ, მაშინ ასეთ ადამიანს კარგად უნდა მივაკვლიოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ქართულ ოცნებასა“ და ცესკო-ს აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა სკანდალი ის, რომ თურმე პარალელური დათვლის მონაცემები გაყალბებულა და არა – არჩევნები. თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვნენ და, როგორც ახლა ვიგებ, ელენე ნიჟარაძე გადადგა.
თუ რომელიმე ადამიანმა ნიჟარაძეზე რაიმე ფორმით ზეგავლენა მოახდინა და ჩაერია ისეთი ბინძური ფორმით, რომ შედეგად PVT-ის გაყალბებაც კი მივიღეთ, მაშინ ასეთ ადამიანს კარგად უნდა მივაკვლიოთ.
როდესაც რადიკალურ ოპოზიციას რაღაც აწყობს და ის ისე ხდება, ანუ PVT ყალბდება, რომელიც რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი საფუძველი იყოს, ყველაზე ნაკლებად მისამართი პარტია შეიძლება იყოს მხოლოდ „ქართული ოცნება“ , დანარჩენს ყველას შეიძლება ჰკითხოთ, ხომ არ ჩაერიეთ ISFED-ის საქმიანობაში,“ – განცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები