გიორგი გახარია: სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების სოციალური დაცვის პაკეტი ყოველთვის იყო ჩვენი ყურადღების ცენტრში და ეს გაგრძელდება
“სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების სოციალური დაცვის პაკეტი ყოველთვის იყო ჩვენი ყურადღების ცენტრში და გაგრძელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ კახა კახიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც ხელფასის, ასევე, სხვა სოციალური მიმართულებებით.
„ეს მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც ხელფასის, ასევე სხვა სოციალური მიმართულებებით – ჯანდაცვა იქნება, საცხოვრებელი პირობები თუ სხვა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მივხედავთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.