გიორგი გახარია: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკურ წვდომასთან, იქნება უაღრესად მაღალი პრიორიტეტი

“ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან მიერთება პრიორიტეტული საკითხია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ლევან ქარუმიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის, ფაქტობრივად, ის, რასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს, მათ შორის, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის სახით.

„ყველაფერი, რაც დაკავშირებული იქნება ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო და ფიზიკურ წვდომასთან, არა მხოლოდ ხმელეთით, არამედ წყლითა და კავშირგაბმულობის სხვა მიმართულებებით – მილსადენები, ასევე ელექტროგადამცემი და ინტერნეტგადამცემი ხაზები, იქნება უაღრესად მაღალი პრიორიტეტი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები