ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება იყო მიზნობრივი და ის სოციალური ზეწოლა, რაც პანდემიამ გამოიწვია, იყო მაქსიმალურად შემცირებული

სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება იყო მიზნობრივი და ის სოციალური ზეწოლა, რაც პანდემიამ გამოიწვია, იყო მაქსიმალურად შემცირებული”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა შეფასდა ძალიან მაღალი ნდობის მქონე უწყების მიერ. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ძირითადად, შეფასებულ იქნა, როგორც ეფექტიანი. მიზანმიმართული იყო ჩვენი დახმარების პაკეტი. საკმაოდ მაღალი იყო სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმები. რომ არა ის ინტერვენციები, რაც სახელმწიფომ განახორციელა, ჩვენს ქვეყანაში სოციალური ფონი ბევრად მძიმე იქნებოდა, ბევრად მძიმე იქნებოდა თითოეული ჩვენი მოქალაქის მდგომარეობა. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ პანდემიიდან გამომდინარე პრობლემები არ არსებობს; აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მიერ რესურსები ეფექტანად და მიზნობრივად დაიხარჯა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები