ლევან დავითაშვილი: ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებითა და პასუხისმგებლიანი ადამიანებით
„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებითა და პასუხისმგებლიანი ადამიანებით. ეს ის გუნდია, რომელიც მთავრობის პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მოიცავს ქვეყნის ყველა ასპექტს”, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეონის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამაში აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებასა და განვითარებაზე, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში პანდემიით გამოწვეული კრიზისი სწრაფად დაიძლიოს.
ასევე, მინისტრის გამოსვლაში ყურადღება დაეთმო სოციალურ ასპექტს, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ბმაშია ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან. აქცენტი გაკეთდა ადამიანების შესაძლებლობების რეალიზებაზე იმისათვის, რომ შევქმნათ ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და დაწყებული რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების კუთხით ხორციელდება, გაგრძელდეს.
ასევე, გაკეთდა აქცენტები საერთაშორისო ურთიერთობებზე როგორც რეგიონული, ისე – საერთაშორისო თვალსაზრისით; ასევე, უსაფრთხოების საკითხებსა და გარემოს დაცვაზე.