თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია და სამთავრობო კოორდინაციის გაძლიერება
პარლამენტის დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე კითხვით მიმართა.
„ჩემი კითხვა ეხება საქართველოს მთავრობის ახალგაზრდობის პოლიტიკის ევროკავშირის ახალგაზრდობის განახლებულ სტრატეგიასთან მაქსიმალურ დაახლოებას. მით უმეტეს, რომ სწორედ ქართველი ახალგაზრდების არჩევანი არის ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაში.
ამ თვალსაზრისით, ხომ არ ფიქრობთ, რომ დგას მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება, მისი იმ ფუნქციის წამოწევა, რაც გულისხმობს ახალგაზრდობის პოლიტიკის უწყებათაშორის კოორდინაციასა და მონიტორინგს. იმისათვის, რომ სააგენტომ წარმატებით მოახდინოს ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია სხვადასხვა სექტორში იქნება ეს ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, იუსტიცია თუ ეკონომიკა.
საინტერესოა მთავრობის ახალგაზრდობის პოლიტიკის ევროკავშირის ახალგაზრდობის განახლებულ სტრატეგიასთან მაქსიმალურ დაახლობსი პროცესი. სწორედ ქართველი ახალგაზრდობა არის ის ფლაგმანი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება დგას, განსაკუთრებით კი მისი საკოორდინაციო ფუნქციის, იმისათვის, რომ ახალგაზრდობის ინტერესების მაქსიმალური პრიორიტეტიზაცია მოხდეს სხვადასხვა სექტორებში, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა თუ ნებისმიერი სხვა”, – მიმართა თამარ ტალიაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს.