თამარ ტალიაშვილი: პანდემიისას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეცნიერების ჩართვამ ხელი შეუწყო გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას
დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე კითხვით მიმართა.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ბრძოლას პანდემიასთან.
მთავრობის არჩევანმა, გადაწყვეტილებების პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოთ სამეცნიერო წრეების ინტელექტუალური რესურსი, ხელი შეუწყო ამ ნაბიჯების ეფექტიანობას. ხომ არ ჩათვლიდით საჭიროდ და მიზანშეწონილად, რომ ეს პრაქტიკა განგვერცო სხვა აქტუალური სექტორული გამოწვევების დაძლევის საქმეში?
ვიცი რა მკვლევართა და მეცნიერთა განწყობა, ეს ხელს შეუწყობდა სამეცნიერო ცენტრების, მეცნიერებათა აკადემიის განვითარების ახალი სტიმულის შექმნას. ამგვარი მიდგომა გახდებოდა სირთულეების დაძლევის ფონზე დადებითი მემკვიდრეობა”, – იკითხა თამარ ტალიაშვილმა.
პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.