ვახტანგ გომელაური – „შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები – დაინერგება“
პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა – ვახტანგ გომელაურმა მომავალ წელს უწყებაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, დანაშულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტებ დაინერგება.
„ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები – დაინერგება დანაშაულის შესახებ პოლიციის ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა. დანაშულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაინერგება სახის ამომცნობი ვიდეო-ანალიტიკური სისტემა (NEC)“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.