მაია ცქიტიშვილი: სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გატანის სერვისით

“სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გატანის სერვისით”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში მომხმარებლების რიგების მართვა უნდა მოხდეს. დაცული უნდა იყოს დისტანცია და ეკეთოთ პირბადე.
ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადეს ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს.
სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გატანის სერვისით. ყველა სივრცეში დაცული უნდა იყოს დისტანცია და პირბადის სავალდებულო და სწორად მოხმარება. დარღვევების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მაღაზიების მფლობელებს,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება, არ გაიხსნება ბაზრობები და არ მოიხსნება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები