“მათი ნაწილი მუშაობდა საბჭოთა უშიშროების კომიტეტში და მათ შორის იყო კგბ-ს ლეიტენანტი სააკაშვილი, რომელიც ეხმარებოდა ამ ძალებს, რომ ეროვნული კონგრესის სახელით მოემზადებინათ საყოველთაო აჯანყება” – კაკაბაძე 29 წლის წინ მომხდარ, თბილისის ომთან დაკავშირებით საუბრობს
მწერალი, ირაკლი კაკაბაძე „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში 29 წლის მომხდარ თბილისის ომზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაშინ ამერიკაში იგზავნებოდა საშინელი „ფეიკ ნიუსები“, ვინმე “პოდრაბინეკის” ჯგუფის სახელით, რომელსაც რედაქტირებას მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია უკეთებდნენ.
„მაშინ ზუსტად ასეთი სცენარი წარიმართა, რომ ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა, პარალელური არჩევნები ჩაეტარებინა, ეს იყო ხშირ შემთხვევაში, შეცდომა, მაგრამ რიგ შემთხვევაში, დანაშაული, რომელიც კრემლიდან იყო დაგეგმილი. მისი საფუძვლის ჩაყრა მოხდა, სამწუხაროდ, 1990 წლის ივლისში, როდესაც ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა პარალელური არჩევნები და ამის მერე შედგა ის ცნობილი, პრაღის რევოლუცია, რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ ცნობილი პირები. მაშინ ნაწილი ალბათ გულწრფელად ცდებოდა, მაგრამ მათი ნაწილი გულწრფელად მუშაობდა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში და მათ შორის იყო კგბ-ს ლეიტენატი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ეხმარებოდა ამ ძალებს, რომ ეროვნული კონგრესის სახელით მოემზადებიანათ საყოველთაო აჯანყება საქართველოში.
ყოველდღიურად დეზინფორმაციები იგზავნებოდა ამერიკაში, მაშინ 91 წლიდან მთლიანად ამერიკაში ვიყავი, როდესაც ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში იყო და მქონდა კავშირები მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ამერიკაში მოდიოდა საშინელი „ფეიკ ნიუსები“, ვინმე პოდრაბინეკის ჯგუფის სახელით, რომელსაც რედაქტირებას მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი – თემურ ალასანია უკეთებდნენ, შემდგომში კი ძმები კუდავების ხელით იგზავნებოდა მთელს ამერიკაში. ამ ყველაფრის დასადატურებლად პოლონეთიდან მოვიპოვეთ დოკუმენტი, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ პოლონურ გაზეთ „პროსთან“, რომელიც 1992 წლის იანვარში შედგა,“ – თქვა ირაკლი კაკაბაძემ.