დაუსრულებელი მოგზაურობა რუტინული ცხოვრების ნაცვლად

იზაბელმა და ანტუანმა რუტინული ცხოვრება მიატოვეს და სამოგზაუროდა წავიდნენ. ამისთვის მათ ფურგონის საცხოვრებელ სახლად გადაკეთება დასჭირდათ.

„36 წლის ასაკში ჩვენი ჩვენი ინჟინრული საქმიანობა მივატოვეთ, გავყიდეთ სახლი და ყველაფერი, რაც შიგნით იყო, ავიშენეთ სახლი ბორბლებზე და გავეშურეთ სამოგზაუროდ მთელ ამერიკაში. ჩვენ უკვე სამი წელია გზაში ვართ და სულაც არ ვნანობთ ამას!“, – ჰყვება წყვილი.

სიყმაწვილეში იზაბელი და ანტუანი ბევრს მოგზაურობდნენ.

„ჩვენ ყველაფერი რიგზე გვქონდა: ვიყიდეთ სახლი, მანქანები, ავაწყვეთ კარიერა და ყოველდღიურ რუტინაშიც ჩავეფალით. ჩვენ მოგვწონდა ჩვენი ცხოვრება, ფულს ჰობისა და მოკლეხნიან შვებულებებში ვხარჯავდით. 30 წელი შეგვისრულდა და მივხვდით, რომ ეს ყველაფერი იქამდე განმეორდებოდა, სანამ პენსიაზე არ გავიდოდით“. ვოცნებობდით ცხოვრებაზე, რომელშიც ნაკლები ხარჯი, ნაკლები სამუშაო და უფრო მეტი დრო გვექნებოდა საკუთარი თავისთვის.“

მოკედ, წყვილმა ფურგონი იყიდა და საცხოვრებლად მოაწყო.

„ახლა ფურგონში ვცხოვრობთ და მთის ველოსიპედებით და სნოუბორდებით დავდივართ, თითქმის, ყოველდღე. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ, უბრალოდ, გაგვიმართლა ან ბევრი ფული გვქონდა. ეს ასე არ არის! ჩვენ, უბრალოდ, ვგეგმავდით და ვმოქმედებდით. ეს კომპრომისებისა და მსხვერპლის წლები იყო, მაგრამ, ახლა დადგა დრო, დავტკბეთ ცხოვრებით!

ფურგონი ჩვენი ყოველდღიური საცხოვრებელი სახლია, ამიტომ ყველანაირი კომფორტი გვჭირდებოდა. ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ. ინჟინერიის გაკვეთილების წყალობით, პროექტირების ეტაპი კარგად ჩატარდა, მაგრამ ჩვენ საკუთარი ხელით ნივთების შექმნის სწავლა მოგვიწია. თავიდან ეს საკმაოდ საშიშად ჟღერდა“.

მათ კომფორტულის ბორბლებიანი სახლის მოწყობაზე, დაახლოებით, 1000 საათი და 20 000 დოლარი დასჭირდათ.

„ჩვენ მაღალი ხარისხის მასალა გამოვიყენეთ, რომელიც გამძლეობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა. ფურგონში ცხოვრება ძალიან ჰგავს სახლში ცხოვრებას. თვეში 1200 დოლარს ვხარჯავთ თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენი მიზანია, მეტად საჭირო საქმეები ვაკეთოთ. შეჩერებას არ ვაპირებთ.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები