დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძე, ხოლო მოადგილედ დავით კაჭარავა აირჩიეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართა.

როგორც ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კოლეგებმა მხარი დაუჭირეს გივი ჭიჭინაძის კანდიდატურას. მოადგილედ, უმრავლესობის კვოტით, დავით კაჭარავა აირჩიეს.

სხდომაზე ასევე შეიმუშავეს და დაამტკიცეს კომიტეტის დებულება.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კოლეგებს მოკლედ გააცნო წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.

სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები