ეკატერინე ტიკარაძე: პრემიერის კომპეტენციაა, წარადგინოს მინისტრთა კაბინეტის სია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება პრემიერის კომპეტენციაა და ყველა მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

„თქვენ იცით, რომ დღეს მოხდა პრემიერის წარდგენა. შესაბამისად, ეს შედის პრემიერის კომპეტენციებში, ის წარადგენს მინისტრთა კაბინეტის სიას და საზოგადოება გაეცნობა მის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, ადრეა ამაზე საუბარი. დაველოდოთ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები