სალომე ზურაბიშვილი: ექიმების შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა, მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ ყველას მაგივრად
“ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ დესტრუქციული კამპანიის მიზეზი ნათელია – ექიმებისადმი ნდობის შერყევა.
,,ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს. მათი შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა. მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ ყველას მაგივრად. ამ დესტრუქციული კამპანიის მიზეზიც ნათელია – ნდობა, რომელმაც განაპირობა პანდემიის პირველ ეტაპთან წარმატებით გამკლავება, უნდა შეირყეს და შეიცვალოს სკეპტიციზმით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე ვითარებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.