დავით ზალკალიანმა მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პრესის თავისუფლების კონფერენციის„WPFC2020″ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფ ბლოკის ინიციატივით გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მაღალი დონის ონლიან მინისტერიალში მონაწილეობდნენ60-მდე ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტერიალის ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი „The Hague Commitment on the Safety of Journalists”. მინისტერიალის პროგრამის შემადგენელი ძირითადი ნაწილი იყო მრგვალი მაგიდა ჟურნალისტების უსაფრთხოების თემაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი გამოსვლისას ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის არსებობის მნიშვნელობას დემოკრატიის განმტკიცების პროცესში და ისაუბრა ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალინმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში დეზინფორმაციის, როგორც ჰიბრიდული ომის წარმოების ყველაზე აქტიური ინსტრუმენტის საკითხზე და კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიზე.
„საქართველოს მთავრობა რჩება მედიის თავისუფლებისა და ქვეყანაში ჟურნალისტების დაცვისა და ხელშეწყობის ერთგულად, შესაბამისი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
Freedom House-ის ანგარიშის “Freedom of the Net 2020″ მიხედვით საქართველო„თავისუფალი” ქვეყნების კატეგორიაში და ასევე იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც„ინტერნეტ თავისუფლებით(freedom on the net)” სარგებლობენ. 2020 წელს „Reporters Without Borders-ის” მიერ შედგენილი მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში„World Press Freedom Index” საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.
მსოფლიო პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ძალისხმევა მიმართულია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, საქართველოს უწევს ასევე „ინფოდემიის” მოგერიებაც. რუსეთი აგრძელებს აგრესიულ მოქმედებას, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერების გზით. კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, მოექცა მძიმე„დეზინფორმაციული იერიშის” ქვეშ- რუსეთი მას ადანაშაულებდა დაავადებების შექმნაში და ცდილობდა პანდემიის წინააღმდეგ მისი როლის დისკრედიტირებას.
ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საერთაშორისო საზოგადოებამ დაიკავოს მტკიცე და გადამწყვეტი პოზიცია, ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავებისა და საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წესებისა და პრინციპების დაცვის მიმართებით.” – განაცხადა მინისტრმა თავის გამოსვლაში,“- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები