ახალციხეში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი, 70 წლამდე ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილი ექიმის თანამშრომლებმა განუცხადეს, 70 წლის ფსიქიატრი მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.
ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს სხვა თანმხლები დაავადებები, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების ფაქტი სამცხე-ჯავახეთში მეხუთე შემთხვევაა.