“ჯანდაცვის სამინისტროს საკმარისზე მეტი ბერკეტი გააჩნია, რომ გააკონტროლოს ყველა იმ პრეპარატის ხარისხი, რომელიც მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამებით მიეწოდება”
“ეს ცალსახად იყო ბრალდება და არავის ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვს ხედვა, რომ რომელიმე პროგრამის ხარისხი გავაუარესოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
საუბარია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველ გიორგი ჩალაძეზე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ჩინეთიდან და ინდოეთიდან უხარისხო ინსულინი შემოდის.
,,ეს ცალსახად იყო ბრალდება და არავის ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვს ხედვა, რომ რომელიმე პროგრამის ხარისხი გავაუარესოთ. პირიქით, ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ მეტი თანამედროვე ტექნოლოგია შემოვიდეს და ჩვენს მოსახლეობას ხელმისაწვდომობა გავუზარდოთ იმ თანამედროვე მიღწევებზე, რაც მსოფლიოში არსებობს
ძალიან გასაკვირია, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, თუ არა პანიკის დათესვას იმ ბენეფიციარებში, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ. აქ მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ საუბარია ბავშვებზე და ეს გამოწვევა საზოგადოების ძალიან დიდ პროტესტს. მინდა, მადლობა გადავუხადო დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციაციასა და დარგის ხელმძღვანლებს, რომლებმაც მყისიერად მოახდინეს ამაზე რეაგირება. მოხდა საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საკმარისზე მეტი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გააკონტროლოს ყველა იმ პრეპარტის ხარისხი, რომლებიც მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამებით მიეწოდება. ეს გეზი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კიდევ უფრო სიმკაცრითა და გამჭვირვალობით და ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, თუკი არსებობს“, – განაცხადა ეკკატერინე ტიკარაძემ.