“პარტიული ტელევიზიიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ელჩებზე წარმოუდგენელი თავდასხმა, ღია შეტევა მოვისმინეთ“ – ნიკოლოზ მეტრეველი

“პარტიული ტელევიზიიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ელჩებზე წარმოუდგენელი თავდასხმა, ღია შეტევა მოვისმინეთ”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას იმ განცხადებებს, რომელიც გვარამიამ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მისამართით გააკეთა.

როგორც მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პრორუსულ ძალად ჩამოყალიბდა და პარტიას დასავლური ღირებულებები არ გააჩნია.

„ეს არის წარმოუდგენელი სახის შეტევა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე ძველი ოპოზიციის მხრიდან. მივესალმები იმას, რომ სრულ ოპოზიციაში ასეთი მიდგომა არ არის. გარკვეული ძალები მყისიერად გაემიჯნენ ამ განცხადებებს. რაც მოვისმინეთ, ეს იყო წარმოუდგენელი თავდასხმა პარტიული ტელევიზიიდან, ღია შეტევა იმ ხალხზე, ვინც ჩვენი პარტნიორია და ჩვენთან ერთად ცდილობს ქართული დემოკრატიის განვითარებას. ვისაც შეიძლება, ეს აწყობდეს, არის რუსეთი. სამწუხაროდ, დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა პრორუსულ ძალად. მათ არანაირი დასავლური ღირებულებები არ გააჩნიათ“, – განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, გვარამიამ ელჩების შესახებ 2 დღის წინ ისაუბრა და მათ მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები