ეკატერინე ტიკარაძე: ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება

“ჯერ არ გვაქვს მიღებული ,,შავი პარასკევის” ეფექტი, დაახლოებით, ერთ კვირაში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქება.

„შეზღუდვებთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვმსჯელობთ. ამ ეტაპზე, გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, ნარჩუნდება. ჯერ არ გვაქვს მიღებული ,,შავი პარასკევის” ეფექტი, დაახლოებით, ერთ კვირაში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა. შესაბამისად, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, გადაიხედება თუ არა საახალწლო პერიოდისთვის დაგეგმილი შემსუბუქება. რიცხვები გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა შეზღუდვების მოხსნა. სპონტანურად გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას, ინფექციის მატებას, ლეტალობის შემთხვევებს, კლინიკების გადატვირთულობას. ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად იქნება მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები