სერგო ჩიხლაძე: როდის ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, არ ვიცით, ვიდრე ოდნავ მაინც მოლაპარაკებების შანსი რჩება, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ
“როდის ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, არ ვიცით, მედიატორებისგან ჯერ არ მოგვსვლია ზუსტი პასუხი. შეიძლება – დღეს იყოს, შეიძლება – მომდევნო დღეებში”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია მზადაა.
„მოლაპარაკებები არ ჩახსნილა. გიდასტურებთ, რომ მეხუთე რაუნდისთვის ოპოზიცია მზადაა, „ქართული ოცნების“ გუშინდელი დესტუქციული განცხადებების მიუხედავად, რომელიც მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. როდის ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, არ ვიცით. მედიატორებისგან ჯერ არ მოგვსვლია ზუსტი პასუხი. შეიძლება – დღეს იყოს, შეიძლება -მომდევნო დღეებში. ზუსტი დრო არ ვიცით, მაგრამ ჩაშლით ნამდვილად არ ჩაშლილა. ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიცია არ ჩაშლის. თუ მეხუთე რაუნდი დღის პირველ ნახევარში არ იქნება, დღეს სავარაუდოდ აღარ ჩატარდება. ველოდებით და ჩვენ მზად ვართ. ჩვენ არ დაგვიხურავს კარი. არ აგვიყირავებია მაგიდა. უპასუხისმგებლო, შანტაჟის და მუქარის შემცველი განცხადებები ხელისუფლებამ გააკეთა. არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს შემდეგი რაუნდი, მაგრამ ჩვენ მხად ვართ. ვიდრე ოდნავ მაინც მოლაპარაკებების შანსი რჩება, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.