კახა კალაძე: ერთ მხარეს რჩება ნათელი მხარე, რომელიც ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე, ხოლო მეორე მხარეს რჩება ბნელი ძალა
“ერთ მხარეს რჩება ნათელი მხარე, რომელიც ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ხოლო მეორე მხარეს რჩება ბნელი ძალა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით რამდენიმე დღეა, გრძელდება.
„თქვენ ხედავთ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
ერთ მხარეს რჩება ნათელი მხარე, რომელიც ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ხოლო მეორე მხარეს რჩება ბნელი ძალა, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს, ქვეყანაში სიმშვიდე შემოიტანოს. ეს ყველაფერი გადაიზარდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ბულინგში, რაც ძალიან დამაზიანებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.