HUAWEI-ის 14 ფლაგმანი განახლებას 2021 წლის მარტის ბოლომდე მიიღებს

“კომპანია HUAWEI-მ დეკემბრის დასაწყისში, EMUI-ს განახლების გეგმა დააანონსა. EMUI 11-ს HUAWEI-ს 14 ფლაგმანური მოდელი მიიღებს, მათ შორის არის P40, P30, Mate 30 და Mate20 სერიის სმარტფონები, ჰუავეის უახლეს მეითპადებთან ერთად”,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “HUAWEI” ავრცელებს.

“უახლესი EMUI 11 კომპანიამ ფართო საზოგადოებას 22 ოქტომბერს წარუდგინა. ის პროგრამული უზრუნველყოფის ისეთ ახალ ფუნქციებს გვთავაზობს, როგორიც არის:

· ოპერაციების უფრო სწრაფად და მარტივად შესრულების შესაძლებლობა.

· სმარტფონის ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე ფანჯრის გახსნის და მუშაობის შესაძლებლობა.

· ეკრანის გაზიარების შესაძლებლობა როგორც სმარტფონსა და პერსონალურ კომპიუტერს შორის, ისე სმარტფონსა და ტაბლეტს შორის.

· ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ცალკეულად დაბლოკვის შესაძლებლობა.

· სთორების შექმნის გამარტივებული შესაძლებლობა – EMUI 11-ის საშუალებით HUAWEI_ს მომხმარებლები შეძლებენ ვიდეოებს, დამატებითი პროგრამების გარეშე, პირდაპირ დაადონ სასურველი მუსიკა ფონად და ასე ვთქვათ გალერეაშივე დაამონტაჟონ.

· კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებული დაცვა.

· ამ ყველაფერთან ერთად ის გვთავაზობს განახლებულ, თანამედროვე დიზაინს ხელოვნების ელემენტებით. განახლებული, მთავარი ეკრანის სადა და დახვეწილი ვიზუალი ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეკრანის დიზაინისთვის ფერების შეცვლა და დარეგულირება თავადაც შეგეძლებათ, მაშინ ის უდაოდ შეძლებს თქვენი გულის მოგებას. განახლებების მიღება ორ ეტაპად არის გადანაწილებული და პერიოდები განსხვავდება რეგიონების მიხედვით. დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. https://consumer.huawei.com“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები