ვინ დაესწრება პარლამენტის პირველ სხდომას საპატრიარქოდან, ჯერჯერობით, უცნობია

ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს, საქართველოს საპატრიარქოდან ვინ დაესწრება, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არ არის.

ამის შესახებ “კვირას” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კითხვის პასუხად განუცხადა.

“ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაესწრება პირველ სხდომას საპატრიარქოდან”, – განუცხადა “კვირას” ჯაღმაიძემ.

პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები