როგორ მამაკაცზე არ უნდა დაქორწინდე – რას გვირჩევდნენ 1930-იან წლებში
წიგნი – „მამაკაცი, რომელსაც ცოლად არ უნდა გაჰყვე“ – პროფესორ გერლინგის ავტორობით, ჟენევაში 1930 წელს გამოიცა. მასში თავმოყრილია ის რეკომენდაციები, რომლებიც იმ დროისთვის ახალ აღმოჩენებს ეფუძნებოდა და რომლებიც, ავტორის აზრით, ქალებს მეორე ნახევრის შერჩევისას უნდა გაეთვალისწინებინათ.
ამ რეკომენდაციების თანახმად, ქალი არ უნდა გაჰყვეს ცოლად შემდეგნაირ მამაკაცს:
1. რომელიც დარწმუნებულია, რომ რასაც ის აკეთებს, ყველაფერი შეუდარებელია.
2. რომელიც ვერ აუვლის სარკეს ისე, რომ არ ჩაიხედოს და საკუთარი თავით არ დატკბეს.
3. რომელიც ყოველკვირაობით ან უფრო ხშირად იცვლის შეყვარებულს.
4. რომელიც ეტანება ბანქოსა და ალკოჰოლურ სასმელებს.
5. რომელიც იკვნეტს ფრჩხილებს ან სულ ჭუჭყიანი ფრჩხილებით დადის. ასევე, არ უნდა გათხოვდეთ ბინძურ მამაკაცზე.
6. არ გათხოვდეთ ავადმყოფ მამაკაცზე, ვინაიდან ოჯახს უნდა ქმნიდეს ახალგაზრდა, ჯანსაღი წყვილი. ოჯახი არ უნდა ჰგავდეს სანატორიუმს. ის უნდა იყო პატარა ბუდე, სადაც ახალი, ჯანსაღი თაობა წარმოიშვება.
7. არ ღირს ისეთ მამაკაცთან ოჯახის შექმნა, რომელიც არც ისე ჭკვიან ადამიანად არის ცნობილი.
8. რომელიც მატყუარაა.
9. რომელსაც არ გააჩნია მიზანი, გამოიმუშაოს ფული უკეთესი ცხოვრებისთვის ჯერ საკუთარი ცოლისთვის, შემდეგ კი, საკუთარი შვილებისთვის.
10. რომელიც ძუნწია და არ აქვს მიზნად, დაასაჩუქროს საკუთარი ცოლი, ატაროს თეატრებში და დასასვენებლად, სადაც მას მოესურვება.
11. რომელსაც არ სურს, იცოდეს, რომ ცოლი უნდა იყოს ბედნიერი, ვინაიდან მის განწყობასა და ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ოჯახის კეთილდღეობა.
12. არ შეიძლება იმ მამაკაცზე დაქორწინება, რომელიც გაუწონასწორებელია.
13. რომელსაც 5 წუთიც არ შეუძლია გაჩერდეს ერთ ადგილზე.
14. რომელსაც ისეთი ხმა აქვს, რომელიც ძაღლის ყეფას ან შუშის მტვრევის ხმას ჰგავს. ასეთი ხმა წუწუნა კაცებს აქვთ და ასეთი მამაკაცი არავითარ შემთხვევაში არ იქნება კეთილი.
15. ყურადღებით იყავით მამაკაცთან, რომელიც ერთადერთი ვაჟია ოჯახში. ასეთი მამაკაცებს აჩენენ ისეთი დედები, რომლებიც ინფანტილურები არიან, რადგან მეტი შვილი ვერ გააჩინეს.
16. რომელიც თქვენზე 12 წლით და მეტით არის უფროსი ან თქვენ ხართ მასზე 12 წელზე მეტით უფროსი.
17. არ ღირს ცნობილ, განთქმულ მამაკაცზე დაქორწინება – ცნობილ მხატვარზე, არტისტზე, მეცნიერზე, მუსიკოსზე ან ექიმზე, ვინაიდან ესეთი ადამიანები ძალიან ნერვიულები არიან და საკუთარ საქმეში მთლიანად ჩაფლულები.
18. არ ღირს დონ-ჟუანებზე ფიქრი. „მგელს ბეწვი სცვივა, მაგრამ საკუთარ კაპრიზებსა და ჩვევებს არ კარგავს“. ასეთ მამაკაცს არ შეუძლია ჯანსაღი ოჯახის შექმნა.
19. სახიფათოა არიან მამაკაცები, რომლებიც საროსკიპოებს ხშირად სტუმრობენ, ვინაიდან ისინი სულიერად არიან დასნებოვნებულნი. ოჯახის შექმნისას მათ ჰგონიათ, რომ ჯანმრთელები არიან, მაგრამ მათში საშინელი დაავადებები იმალება და შემდეგ ისინი ოჯახური ცხოვრებისას იჩენენ თავს.