სერგო ჩიხლაძე: ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნამდვილად გვინდა, ვიყოთ დიდი, მძლავრი ოპოზიციური ძალა ისევე, როგორც არის, მაგალითად, „ნაცმოძრაობა“

“ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნამდვილად გვინდა, გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ დიდი, მძლავრი ოპოზიციური ძალა ისევე, როგორც არის, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ხედვა აქვს და ეს ნორმალურია.

„ჩვენ ბოლო წლებია, პოლარიზებულ პოლიტიკურ ცხოვრებას ვხედავთ. არის ორი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ , „ქართული ოცნება“ და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნამდვილად გვინდა, გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ დიდი, მძლავრი ოპოზიციური ძალა ისევე, როგორც არის, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“. მგონია, ამაში არაფერი დასაძრახი არ არის. რა თქმა უნდა, იგივე ევროპულ დემოკრატიებს გადავხედავთ, გნებავთ აშშ-ს , არის ძირითადი რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, ჩვენც გვინდა, რომ იყოს არა 20 პოლტიკური ცენტრი საქართველოში, არამედ სამი, რომ არ მოხდეს მუდმივად მკვეთრი დაპირისპირება და ვიყოთ ოპოზიციური ხმების შემკრები. ვიყოთ ისეთივე ძლიერი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ .

არ ვიტყოდი, რომ რამე დაპირისპირებაა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პარტია ვართ, სხვადასხვა ხედვა გვაქვს, იმიტომაც ვართ ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ . თქვენ თუ გადახედავთ, წინა საარჩევნო პოროგრამასა და კამპანიას, დიახ, ამაზე იყო აგებული, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ მძლავრ პოლიტიკურ ცენტრად და ამის ამბიცია ნამდვილად გვაქვს. ის, რომ სამმა თვიშექმნილმა პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რაც ვაჩვენეთ, ერთი იმდენი კიდევ არჩევნებზე მოიპარეს, არ მგონია, ცუდი შედეგი იყო. ამის ამბიცია ნამდვილად გვაქვს, რომ ჩამოვყალიბდეთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრად“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები