თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარეს
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.
ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.