ეკატერინე ტიკარაძე: ინდურ ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

“ინდური წარმოების ინსულინის გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ინდური ინსულინის შეძენასა და მის მოზარდებში გამოყენებას ეხებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

„ინდურ ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ვგეგმავთ პრესკონფერენციის გამართვას იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ნათელი გახდეს, თუ როგორია თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და იმ პროფესიულ საზოგადოებას შორის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილთათვის, ხარისხიანი ინსულინის შემოტანას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები