ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 446 თავისუფალი ადგილია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 446 თავისუფალი ადგილია.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, ჰოსპიტალში 6600 პაციენტი იმყოფება.

„ამ ეტაპისთვის 6 600 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში, მათგან 1 283 არის ჟანგბადზე, 414 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ამ ეტაპისთვის გვაქვს 446 თავისუფალი ადგილი. დღეს სასტუმროებში მკურნალობას გადის 3 900 ჩვენი მოქალაქე. ძალიან მიხარია, რომ სასტუმრო სივრცეებში მიმღეობა მკვეთრად გაიზარდა. ეს აღარ არის უთანხმოების საფუძველი სასწრაფოს ბრიგადებსა და პაციენტებს ან მათ ოჯახის წევრებს შორის. 16 000-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობას გადის ოჯახის ექიმის ზედამხედველობით.

ეს ყოველივე ჯამურად ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ემსახურება დაახლოებით 30 000-მდე კოვიდინფიცირებულს. ვხედავთ, რომ სერვისის მიწოდება უწყვეტია. ალბათ, სოციალურ ქსელებშიც, მეტნაკლებად, სიმშვიდეა, რაც ჩვენც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უფრო სტაბილურად გავაგრძელოთ ყველა საჭირო ცვლილება და გაუმჯობესება, რასაც გეგმურად მივყვებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები