თბილისში კორონავირუსის 1 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 673, აჭარაში – 339
თბილისში კორონავირუსის 1 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 673, აჭარაში – 339 , – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
,,დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში – 339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში – 419, შიდა ქართლში – 354, გურიაში – 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 388, კახეთში – 384, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.