არჩილ თალაკვაძე: გვიახლოვდება თარიღი, როცა პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს, ამას ვითვალისწინებთ ყველა მხარე და გვსურს, რომ დროულად მივაღწიოთ შეთანხმებას

“არის რეალური ალბათობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და ჩვენ განვაგრძოთ ნორმალური პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ კარგად იცით, რომ, კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, უნდა ჩატარდეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, გვიახლოვდება უკვე თარიღი, როცა პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა, ამას ვითვალისწინებთ ყველა მხარე და გვსურს, რომ დროულად მივაღწიოთ შეთანხმებას”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები