ამირან გამყრელიძე: გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 83% გვაქვს, თუ გლობალურად ეს პროცენტი არის 69, ჩვენ ახლა ქვეყანაში გვაქვს 83%
“გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 83% გვაქვს, თუ გლობალურად ეს პროცენტი არის 69, ქვეყანაში ჩვენ ახლა გვაქვს 83%”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 137 499 ადამიანი კოვიდისგან გამოჯანმრთელდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღლა მიდის გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი, რაც პოზიტივია. გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 83% გვაქვს, თუ გლობალურად ეს პროცენტი არის 69, ქვეყანაში ჩვენ ახლა გვაქვს 83%. ანუ 137499 ადამიანი კოვიდისგან გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.