ამირან გამყრელიძე: დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად საზიანო შეიძლება, აღმოჩნდეს რეგულაციების ნაწილის შემსუბუქება, რაც დეკემბრის ბოლოს იგეგმება, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი მობილობის გაზრდა ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას უწყობს ხელს.

„დეკემბრის სამი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის მიმდინარეობას უნდა დავაკვირდეთ და საკოორდინაციო საბჭომ ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე – თუ სიტუაცია გაუარესდა, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. თუ ყველაფერს დავიცავთ და ამ შემთხვევაში რიცხვები შეიძლება, სტაბილიზაციისა და შემდეგ შემცირებისკენ წავიდეს, ამის შემდეგ შეიძლება გარკვეულ შემსუბუქებაზე მსჯელობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები