ეკატერინე ტიკარაძე: კოვაქს-პლატფორმით კერძო ბიზნესი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვერ შეიძენს, რადგან ეს სახელმწიფოებრივი მოლაპარაკებაა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვაქს-პლატფორმით კერძო ბიზნესი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვერ შეიძენს, რადგან ეს სახელმწიფოებრივი მოლაპარაკებაა. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ასევე განსაზღვრულია წილობრივად, თუ რა რაოდენობის ვაქცინის შეძენას შეძლებს ქვეყანა.

,,კოვაქს-პლატფორმით კერძო ბიზნესი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვერ შეიძენს, რადგან ეს სახელწიფოებრივი მოლაპარაკებაა. აქ არის განსაზღვრული ფასი, რომლითაც ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინოთ ვაქცინა

ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები