ეკატერინე ტიკარაძე: შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება

“შაბათ-კვირას არის საკმაოდ დაბალი აქტივობა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი.

„ჩვენი დაკვირვებით, შაბათ-კვირას არის საკმაოდ დაბალი აქტივობა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ვთქვათ ის, რომ (ინფიცირების) გამოვლენილი რიცხვი საკმაოდ დაბალია. რეალურად, დღესდღეობით გვაქვს 25%, როდესაც გამოვლენის მაჩვენებელი 37%-ს აღემატებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები