ნიკა მელია: ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით დაიძლევა
“ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ კრიზისი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით დაიძლევა, არავინ ოპოზიციიდან ბიძინა ივანიშვილს ფასადად არ გამოვადგებით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ შექმნა.
“ხელისუფლებამ ჩვენი წინადადებები იცის, მაგრამ ხელისუფლება დუმს. ხელისუფლებამ, რომელმაც 31 ოქტომბერს გიგანტური ანტისახელწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, რაც არჩევნების ჩაუტარებლობაში გამოიხატა, პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამ პოლიტიკურ კრიზისს დაძლევა უნდა – კრიზისი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებით დაიძლევა. ბიძინა ივანიშვილს ან მოპარულ არჩევნებს ვუკანონებთ ან ის იძულებული გახდება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშნოს. სხვა გამოსავალი მას არა აქვს. თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აღიქმება როგორც ივანიშვილის მიერ ყურით შეთრევა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.