„ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტზე სამეცნიერო სტუდენტური ჟურნალის მეორე ნომერი გამოიცა

„ევროპის უნივერსიტეტში” სამეცნიერო სტუდენტური ჟურნალის – “Biomedical and core clinical research practice’’ მეორე ნომერი გამოიცა, – ამის შესახებ, ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

სამეცნიერო ჟურნალი მედიცინის ფაკულტეტზე 2019 წელს დაარსდა და მასში სტატიების გამოქვეყნება შეუძლიათ როგორც “ევროპის უნივერსიტეტის”, ასევე საქართველოს და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაბიმისი მიმართულებებით.

როგორც „ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, ჟურნალი ხელს უწყობს, მედიცინის სფეროში ინოვაციების, მიღწევების და კვლევების შესახებ მასალების გავრცელებას.

“სტუდენტების კვლევაში ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჟურნალს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები ხელმძღვანელობენ, გამოცემის საპატიო რედაქტორია ბრუნ ჟან-ფრედერიკი (Brun Joan-Frederic) საფრანგეთიდან, სარედაქციო საბჭოში კი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალთან თანამშრომლობა შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ კვლევას, ჟურნალი ინგლისურენოვანია”, – განაცხადა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები