ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა.

,,ვაკეთებთ ანალიზს იმის შესახებ, თუ რა არის ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღესდღეობით ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაში იმყოფება. გვაქვს საკმაოდ მაღალი გავრცელება. ამასთან მიმართებით, ლეტალობის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველო მაჩვენებელი 0.9%-ია, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როცა ყოველდღიურად გარდაცვალების 30-ზე მეტ შემთხვევას ვაცხადებთ, თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ანალიზი კეთდება საქართველო საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე იმყოფება ლეტალობის მხრივ,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები