თამარ გაბუნია: კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის

“ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის. შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას ითვალისწინებს.

“ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის. შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში, ითვალისწინებს ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც. რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ექიმის შეფასებით ჩაითვალა, მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის”, -აცხადებს თამარ გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები