ამირან გამყრელიძე: როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და ,,რემდესივირი” სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად

“როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და ვიცი, რომ ,,რემდესივირი” სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ,,რემდესივირი” გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

,,როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და ვიცი, რომ “რემდესივირი” სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად.

კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ,,რემდესივირი” არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და ის გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები