ეკატერინე ტიკარაძე: არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს საავადმყოფოში ხედები არ მოსწონთ

“ხშირია ის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ განთავსებულნი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ხშირად პაციენტებს საავადმყოფოს ხედები არ მოსწონთ.
„ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა, მაგალითად, არის ორი ან სამი ოჯახის წევრი და მათ აუცილებლად უნდათ რომელიმე კონკრეტულ საავადმყოფოში, კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. არის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ხედი მოსწონს ან არ მოსწონს და, შესაბამისად, ხედიც შესარჩევია. ამით არ უარვყოფ იმას, რომ შეიძლება, კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება, ამ პრობლემას არ გავურბივარ, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია ის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ განთავსებულნი. ამიტომ, ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები