“სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა, შეზღუდვები უფრო ადრე დაგვეწესებინა”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში არსებულმა პროცესებმა ხელი შეუშალა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ეს პროცესი ნოემბრის ბოლომდე გაიწელა. მან ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა, შეზღუდვები უფრო ადრე დაგვეწესებინა. იმის გამო, რომ იყო და არის პოლიტიკური პროცესი, არჩევნები, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ხდება, ქვეყანა აქაც დანის პირზე წავიდა, რომ, ერთი მხრივ, არ შეეჩერებინა არჩევნების პროცესი და, მეორე მხრივ, ინფექციის მართვა. უკეთესი იქნებოდა, მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, შეზღუდვები ნოემბერის დასაწყისში დაწესებულიყო“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.