ლევან კობიაშვილი – ნებისმიერი  მოწინააღმდეგე პატივს სცემს მის ოპონენტს და მარტო არ ტოვებს მას, ეს არის  უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობა

მე ნებისმიერ ჩემს მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ და ვაფასებ, – ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა „რუსთავი 2“-ის  ეთერში განაცხდა.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც არჩევნებზე ხმა მისცა მის კანდიდატს, პატივის ცემას იმსახურებენ.

„სპორტზე თუ გადავალთ, უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი  მოწინააღმდეგე პატივს სცემს მის ოპონენტს და მარტო არ ტოვებს მას. ეს არის უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობა.

იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გაქვს პატივი უნდა სცე შენივე გულშემატიკვარს, ამ შემთხვევაში  მხარდამჭერებს, ვინც ხმა მოგცა, და ასევე პატივი უნდა სცე შენს მოწინააღმდეგესაც , შესაბამისად მის მხარდამჭერებსაც.

დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, ჩვენს ოპონენტს გამარჯვვების იმედი არ აქვს და ამას ადასტურებს  ის, რა სიტუაციაც მან მეორე ტურამდე შექმნა. ჩვენ სრულიად მობილიზებულები ვართ. მე ნებისმიერ ჩემს მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ და ვაფასებ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და მეორე ტურებში არ მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები