სერგო ჩიხლაძე: მეორე ტურს დემონსტრაციულად იგნორს გავუკეთებთ, რადგან სხვა, უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი

“მეორე ტურს დემონსტრაციულად იგნორს გავუკეთებთ, რადგან სხვა, უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელი დღე ერთპარტიული მმართველობის დასაწყისი იქნება.

„ჩაატარონ ერთპარტიული მეორე ტური, ჩვენ ამას დემონსტრაციულად იგნორს გავუკეთებთ, რადგან სხვა, უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. ხვალინდელი დღე იქნება დასაწყისი ერთპარტიული მმართველობის, რაც ბოლო 30 წელში არ ყოფილა, ანუ კომუნისტური პარტიის და საბჭოთა წარსულის მოლოდინში ვართ. საბჭოთა რეალობა იქნება ხვალინდელი დღე, როცა ერთ პარტიას მიდიოდნენ და ფორმალურად ხმას აძლევდნენ.

ჩვენი მომხრეებისთვის ნათქვამი გვაქვს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ და არჩევნებზე არ მივიდნენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები