ნარჩენების შემგროვებლების მიერ „გადარჩენილი“ წიგნებით შექმნილი ბიბლიოთეკა
ნარჩენების შემგროვებლებმა ანკარიდან საჯარო ბიბლიოთეკა გახსნეს, რომელიც გადაგდებული წიგნებისგან შედგება. რამდენიმე თვის მანძილზე ისინი წიგნების „გადარჩენაზე“ ზრუნავდნენ, შემდეგ მათ ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა.
თავდაპირველად ბიბლიოთეკა ნარჩენების შემგროვებლებისა და მათი ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კოლექცია იზრდებოდა, მოსახლეობის ინტერესიც უფრო ფართოვდებოდა. შედეგად ბიბლიოთეკა ნებისმიერი მსურველისთვის გახდა ხელმისაწვდომი. დღესდღეობით იქ 6000 წიგნია, დაწყებული მხატვრულიდან, დამთავრებული სამეცნიერო ლიტერატურით. იქ საბავშვო კომიქსების განყოფილებაც არის. ბიბლიოთეკისთვის ადგილი ძველ აგურის ქარხანაში მოიძებნა, იქვე, სადაც ქალაქის დასუფთავების სამსახურია განთავსებული.
„ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც აგდებენ ასეთ წიგნებს, რომელთან სხვა ეძებს. ჩვენ ამ პროექტზე ვმსჯელობდით და როდესაც მხარი დაგვიჭირეს, მისი განხორციელება შევძელით“- ჰყვება ალპერ ტაშდელენი, კანკაის რაიონის მერი, სადაც ბიბლიოთეკა მდებარეობს.
წიგნების კოლექცია იმდენად დიდი გახდა, რომ ბიბლიოთეკა მათ სასწავლო დაწესებულებებისთვის გასცემს და ციხეებშიც კი აგზავნის. ბიბლიოთეკა მუდმივად ივსება მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლების შვილებით და ასევე, ახლოს მდებარე სკოლის მოსწავლეებით. სტუმრებისთვის აქ დასასვენებელი სივრცეა მოწყობილი და ჭადრაკის დაფაც არის. ბიბლიოთეკა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ველოსიპედისტებს შორის.
„მე ყოველთვის ვოცნებობდი ბიბლიოთეკაზე საკუთარ სახლში და ახლა ჩვენ აქ გვაქვს ბიბლითეკა“,- ამბობს 32 წლის ნარჩენების შემგროვებელი სერჰათ ბაითემური.