ეკატერინე ტიკარაძე: ძალიან გთხოვთ, თეთრხალათიანებს დავუტოვოთ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების უფლება

“გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ხდება ჩივილების გაჟღერება, პაციენტების მხრიდან არამიზნობრივი გამოძახებები იმატებს.

„ჩივილები მნიშვნელოვანია, რომ, პირველ ყოვლისა, ოჯახის ექიმებისა და სასწრაფო დახმარების მიერ იქნას შესწავლილი. როდესაც ჩვენ ამ ფორმატში ვაჟღერებთ გარკვეულ ჩივილებს, შემდეგ არის რიგი შემთხვევები, როდესაც არამიზნობრივი გამოძახებები ხდება, ვინაიდან მოქალაქეებმა იციან, რა შემთხვევაში შეიძლება მათი საავადმყოფოებში გადაყვანა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები